PDF
დაბრუნდით უკან

განახლდა: 01/10/2017

Paysera Retailers მობილური აპლიკაცია

ძირითადი პრინციპები:

ზოგადი ხელშეკრულება - საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულება მერჩანტებისთვის.

Paysera აპლიკაცია -   - მობილური აპლიკაცია Paysera-ს ანგარიშის სამართავად, რომელიც დაყენებულია და გამოიყენება მობილური მოწყობილობიდან.

Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაცია -   მობილური აპლიკაცია მერჩანტების მიერ Paysera ანგარიშზე გადახდების შესაგროვებლად, რომელიც დაყენებულია და გამოიყენება მობილური მოწყობილობებიდან.

მერჩენტის იდენტიფიკატორი –   QR (უნიკალური ვიზუალური კოდი) ან BAR კოდი, რომლეიც მოცემულია გადახდის წერტილში და გამოიყენება მისი ან კონკრეტული გადახდის იდენტიფიცირებისთვის და საშუალებას გაძლევთ, მობილური მოწყობილობის დახმარებით, აჩვენოთ ინფორმაცია გაყიდვის წერტილში მომხმარებლის მიერ შეკვეთილი საქონლის ან მომსახურების შესახებ, მათ ფასთან ერთად.

გამოყენების ძირითადი პირობები

1. Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაცია მერჩანტებს აძლევს შესაძლებლობას მყიდველებისგან, რომლებიც იყენებენ Paysera აპლიკაციას, გადახდის წერტილში საქონლისა და მომსახურებისთვის შეაგროვოს გადახდები.  

2. იმისათვის რომ შეძლოთ Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაციის გამოყენება, მერჩანტმა უნდა ჩამოტვირთოს და დააყენოს Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაცია თავის მობილურ მოწყობილობაში.

3. Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დაყენება უფასოა. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაცია ჩამოტვირთული და დაყენებულია მობილურ მოწყობილობაში მხოლოდ Paysera-ს მიერ მითითებული ვებგვერდებიდან.

4. Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაციის გამოყენებისას ზოგადი ხელშეკრულებისა და ქვემოთ მოცემული დანართის, "გადახდების შეგროვება გადახდის წერტილებში", ყველა პირობა მიემართება მერჩანტს.

5. მერჩანტი (ან მის მიერ ავტორიზებული პირები) Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაციაში შესასვლელად იყენებს მისი ანგარიშის ავტორიზაციის სახელსა და პაროლს.

6. მერჩანტს Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაციის გამოყენებით ასევე შეუძლია თანხის დაბრუნება პროექტში არჩეული და მითითებული პირობების შესაბამისად.

7. მერჩანტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი იმ მოწყობილობის უსაფრთხო და ავტორიზებულ გამოყენებაზე, სადაც დაყენებულია Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაცია; მომსახურებისა და საქონლის გადახდაზე ანგარიშსწორების უფლებამოსილ პირთა სათანადო მითითებაზე; მსგავსი პირებისთისვ უფლებამოსილებების მიწოდებაზე.

8. საქონლისა და მომსახურებისთვის გადახდების შეგროვება Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაციის გამოყენებით შესაძლოა შესრულდეს შემდეგი გზებით:

8.1. საქონლისა ან მომსახურების თანხის ოდენობა შეიყვანება მერჩანტის იმ მოწყობილობაში (სალარო ან მობილური მოწყობილობა), სადაც დაყენებულია Paysera საცალო ვაჭრობის აპლიკაცია და მყიდველის მიერ არჩეული საქონლისა ან მომსახურებისთვის გენერირებული მერჩანტის იდენტიფიკატორია მოცემული. მერჩანტი წარუდგენს საკუთარი იდენტიფიკატორს მყიდველს, სკანირებისთვის.

8.2. მყიდველი ასკანერებს მერჩანტის იდენტიფიკატორს , რომელიც მიწოდებულია მერჩანტის გაყიდვების წერტილში, მის მობილურ მოწყობილობაში Paysera აპლიკაციის გამოყენებით, ხედავს გადასახდელ თანხას და ადასტურებს გადახდას მითითებული საქონლის ან მომსახურებისთვის.

8.3. გადახდის ოპერაციის სტატუსი ნაჩვენებია მერჩანტის მოწყობილობაში. თუ ოპერაცია წარმატებულია, გადარიცხვა შესრულდება მყიდველის Paysera ანგარიშიდან მერჩანტის Paysera ანგარიშზე და მერჩანტს შეეძლება საქონლის ან მომსახურების მიწოდება მყიდველისთვის.