გახსენით კუმულაციური ანგარიში სრულებით ონლაინ

ბულგარეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
ელექტრონული მომსახურების მოთხოვნა - თვალყური ადევნეთ პროგრესს ტელეფონის ან ელ.ფოსტის მეშვეობით მომხმარებელთა მხარდაჭრის სამსახურთან ერთად 14 ენაზე.

დაზოგეთ მნიშვნელოვანი დრო და ძალისხმევა Paysera-ს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით!
#
#
#

კონკურენტული დაბალი გადასახადები. იხილეთ მეტიაქ

#

ონლაინ პროცესები ელ.ფოსტით ან ტელეფონით მომხმარებელთა მხარდაჭერი სამსახურთან ერთად

#

დეტალური ინფორმაცია პროცედურის თითოეული საფეხურის შესახებ

#

სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდისგან მოთხოვნილი დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებით

ვინ არის შესაფერისი?

  • ინდივიდები, რომელთაც სურთ კერძო კომპანიის დაარსება ბულგარეთში.  
  • შესაძლოა ისინი იყვნენ ბულგარელები ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
#
#

რისთვის არის საჭირო კუმულაციური ანგარიში?

ახალი კომპანიის რეგისტრაცია

კუმულაციური ანგარიში აუცილებელია ბულგარეთში კერძო კომპანიის დასაარსებლად. ანგარიში გამოიყენება საწესდებო კაპიტალის განსათავსებლად, სანამ კომპანია დარეგისტრირდება კომერციულ რეესტრში.

⚠️
კუმულაციური ანგარიში არ არის გადახდის ანგარიში და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საწესდებო კაპიტალისგან განსხვავებული გადახდებისთვის - შემომავალი და გამავალი გადარიცხვები.

კუმულაციური ანგარიშის გახსნის საფეხურები

#
#

კომპანიის მომავალი მენეჯერი ან წარმომადგენელი რეგისტრირდება Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით ინდივიდუალურად და ავსებს კითხვარს, "იცნობდე შენს კლიენტს " (KYC) .

#

მომხმარებელი კუმულაციური ანგარიშის გახსნას ელ.ფოსტის საშვალებით ითხოვს. უნდა წარმოადგინოს მიღებული პასუხი, აუცილებელი დოკუმენტების ინფორმაციის შესახებ.

#

წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილება და გაუკეთდება ანალიზი. გაიგზავნება დამატებითი კითხვები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

#

დათანხმების შემდეგ, კუმულაციური ანგარიში გაიხსნება Paysera-ს სისტემაში, სადაც უნდა განთავსდეს საწესდებო კაპიტალი. მომხმარებლისთვის გაიცემა სერთიფიკაცი გადახდილი კაპიტალის შესახებ, რომლითაც კომპანია რეგისტრირებულია რეესტრის სააგენტოში.

#

კომპანიის რეესტრის სააგენტოში დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელი მიყვება შემდეგ საფეხურებს ბიზნეს ანგარიშის გახსნა. კუმულაციური ანგარიში იხურება და თანხა ირიცხება ახლად გახსნილ საგადახდო ანგარიშზე.  

ხშირად დასმული კითხვები

კუმულაციური ანგარიში გამოიყენება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შესატანად ბულგარეთში კერძო კომპანიის დაარსებისას. მისი გამოყენება შეუძლებელია საწესდებო კაპიტალისგან განსხვავებული გადახდებისთვის - შემომავალი და გამავალი გადარიცხვები.  
საგადახდო ანგარიში შესაფერისია თქვენი ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისთვის. მისი მართვა შესაძლებელია რეალურ დროში ონლაინ ან მობილური ბანკის გამოყენებით. ანგარიშზე შესაძლებელია Visa ბარათის დამატება და მისი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის გამოყენება. 

კუმულაციური ანგარიშის გახსნა შეუძლია მომავალ მენეჯერს ან კომპანიის წარმომადგენელს. ისინი უნდა დარეგისტრირდნენ Paysera სისტემაში მობილური აპლიკაციის საშუალებით, გაიარონ სრულად იდენტიფიკაცია, ინდივიდუალურად და შეავსოს კითხვარი "იცნობდე შენს კლიენტს" . ყოველივეს შემდეგ, მათ მოეთხოვებათ გახსნან კუმულაციური ანგარიში ელ.ფოსტით.

დამოკიდებულია კომპანიის სტრუქტურასა და საქმიანობაზე, ასევე შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს დამატებითი დოკუმენტაცია, ქვემოთ მოცემულის გარდა ან გამოიგზავნება დამაზუსტებელი კითხვები.

დოკუმენტები მოითხოვება კუმულაციური ანგარიშის გახსნისთვის:

  1. კუმულაციური ანგარიშის ხელშეკრულება;
  2. ასოციაციის წესდება;
  3. აქციონერთა/კაპიტალის ერთადერთი მფლობელის საერთო კრების დადგენილების ოქმი კომპანიის შექმნის შესახებ.

მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შემდგომი ინფორმაცია :

  • კომპანიის აქციონერები/სოლო მფლობელი;
  • საწყისი კაპიტალის თანხის ოდენობა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში თუ როგორ ნაწილდება ის პარტნიორებს შორის;
  • ვინ წარმოადგენს მომავალ კომპანიას;
  • კომპანიის კონკრეტული საქმიანობის დეტალური აღწერილობა;
  • პოტენციური ბიზნეს პარტნიორები, მომწოდებლები და მომხმარებლები;
  • ანგარიშზე სამომავლო გადახდების მიზნების ახსნა;
  • ვებსაიტი და/ან ბმული ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე, თუ იგი გამოიყენება.

კომპანიის რეგისტრაციის საგენტოში დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა გახსნას ბიზნეს ანგარიში და შეავსოს KYC კითხვარი და წარუდგინოს მოთხოვნა მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს კუმულაციური ანგარიშის დახურვასთან და მასზე არსებული თანხების ახალ ბიზნეს ანგარიშზე გადარიცხვასთან დაკავშირებით.  

კაპიტალი უნდა განთავსდეს საბანკო გადარიცხვით ბულგარული ბანკიდან ლევაში (BGN).