მიუთითე პეისერა ბანკ საქართველოს საბანკო ანგარიში Airbnb-ზე და მიიღე ჩარიცხვები საბანკო ანგარიშზე უფასოდ
ქართველი Airbnb მასპინძლებისთვის პლატფორმის გადასახადის გარდა, სტუმრებისგან მიღებული საბანკო ჩარიცხვების მაღალი საკომისიოც მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმაზე უკვე ათასობით ქართველი მასპინძელია დარეგისტრირებული, ჩარიცხვის მაღალი საკომისიოს პრობლემა დღემდე გადაუჭრელი რჩებოდა და შესაბამისად მასპინძლებს შემოსავლებს უმცირებდა.
პეისერა ბანკ საქართველომ ეს პრობლემა ქართველ მასპინძლებს მარტივად მოუგვარა და დღეს საკუთარ ანგარიშებზე გაქირავების საფასურის მიღება 0% საკომისიოთი და მყისიერად შეუძლიათ.
ამჟამად, საქართველოში მასპინძლებს დამქირავებლებისგან ჩარიცხვების მიღება სამი ძირითადი გზით შეუძლიათ:
- საბანკო ჩარიცხვა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ამერიკულ დოლარში და ამ შემთხვევაში, გადარიცხვის ხარჯი 20-25 დოლარამდე მერყეობს;
- Payoneer-ის სადებეტო ბარათით, ევროში, რომლის შემთხვევაშიც ხარჯი პრაქტიკულად იგივეა და ამავდროულად ქართველი მომხმარებლისთვის გართულებული პროცედურების გამო ამ ბარათის მიღება თითქმის შეუძლებელია.
- Western Union-ი, რომლის შემთხვევაში ხარჯი არის $10, თუმცა გადარიცხვის მინიმალური თანხა $60-დან იწყება.
საერთაშორისო საბანკო გადარიცხვის მომსახურების მაღალი საკომისიო განპირობებულია იმით, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არ იმყოფება ერთიანი ევროპული გადახდის სისტემაში (SEPA), სადაც ევროს ტრანზაქციების განხორციელება მომსახურების საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი.
რადგანაც ქართველ მომხმარებელს აქამდე მხოლოდ ქართული ანგარიშის ნომრის მითითება შეეძლო, ამიტომ საბანკო გადარიცხვა ძირითადად დოლარში და მაღალი საკომისიოთი იყო შესაძლებელი.
ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პეისერა ბანკის ქართველ მომხმარებლებს ეს პრობლემა აღარ შეექმნებათ - ჩარიცხვების მიღება უფასოდ და სწრაფად იქნება შესაძლებელი.
პეისერა ბანკ საქართველოში ქართველ მომხმარებელს შეუძლია ევროპული საბანკო ანგარიში გახსნას ციფრულად, მხოლოდ რამდენიმე კლიკით, ბანკის აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ. ამის შემდეგ ევროში ჩარიცხვების მიღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
ამ სერვისს, დღეს საქართველოში, ვერც ერთი სხვა ქართული ბანკი ვერ სთავაზობს მომხმარებელს.
პეისერა ბანკი საქართველო ერთადერთი ბანკია, რომელიც მომხმარებლებს ევროპის ერთიანი გადახდის სისტემა SEPA-სთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
ქვემოთ ვიდეოში დეტალურად არის ახსნილი, როგორ უნდა დაამატოთ პეისერას ანგარიში Airibnb-ზე.